Saturday, April 24, 2021

გაკვეთილის გეგმა

 გაკვეთილის გეგმა

საგანი: ქართული

მასწავლებელი: ნანა მაკასარაშვილი

საფეხური: დაწყებითი

კლასი: II (მეორე)

მოსწავლეთა რაოდენობა: 2

შ.ს.მ მოსწავლე: -

გაკვეთილის თემა: „ცხვარი და სიღარიბე“(ხალხური)

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე ყურადღებით ისმენს წაკითხულ ტექსტს. გამოუმუშავდება სწორი და გამართული კითხვის ჩვევები. მსჯელობს წაკითხულის ირგვლივ, შეუძლია კონტექსტის მიხედვით სიტყვის განმარტება.

შედეგების კოდები: (1)2; (1)1; (1)8; (1)12.

აქტივობა გამოყენებული მეთოდი ორგანიზების ფორმა რესურსი დრო

1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: მოსწავლეს შევახსენებ ქცევის წესებს, როგორი უნდათ რომ გამოვიდეს და გავაცნობ გაკვეთილის მიზანს. საუბარი საერთო საკლასო პლაკატი 2 წთ

2 აქტივობის მიზანი: მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გაიხსენოს შინაური ცხოველები

  აქტივობის აღწერა: მამოტივირებელი გარემოს შექმნის მიზნით წინასწარ ყუთში მაქვს გამოჭრილი ცხოველების სურათები. მოსწავლეები მორიგეობით ამოიღებენ სურათს, იტყვიან რაქვია ცხხოველს და მაგნიტით აკრავენ დაფაზე, შემდეგ ვსვამ კითხვას ამ ცხოველებიდან რომელია ცხვარი? აიღონ მისი სურათი და ცალკე გააკრან დაფაზე. შემდეგ კი ყურადღებით მომისმინონ. ვკითხულობ იაკობ გოგებაშვილის სიტყვას, რომელიც წინ უძღვის წინ. ასე გადავდივარ გაკვეთილის თემაზე. საუბარი საერთო საკლასო მუყაოს ყუთი 7წთ

3 აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეუძლია იმსჯელოს ნაცნობ თემაზე.

 აქტივობის აღწერა: ვსვამ კითხვას: რა ვიცით ცხვარზე? რა არის სიღარიბე? როგორ ოჯახზე იტყვიან ღარიბს? როგორზე მდიდარს? რა იცით ცხვრის სარგებლიანობის შესახებ? ვურიგებ ფორმატის ფურცკებს სადაც დახატულია ასოციაციური რუკა - ცხვარი- თნ ვაძლევ მცირე ინსტრუქციას მიუწერონ რა სარგებელი მოაქვს ცხვარს? (რძე, ყველი, ხორცი, ნამატი, მატყლი). შევსების დროს თან ვუჩვენებ ppt-ში გაკეთებულ სლაიდს ცხვრის სარგებლიანობაზე დამეცხვარეობაზე, რათა მიიღონ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ამ დარგის შესახებ. კითხვა-პასუხი მთელი კლასი ასოციაციური რუკა და კომპიუტერი 8 წთ

4 აქტივობის მიზანი: სწორი კითხვის ჩვევების დაუფლება

აქტივობის აღწერა: ვკითხულობ ტექსტს, ხმამაღლა, მკაფიოდ, გამომეტყველებით, შემდეგ ვაკითებ კითვაში გაწაფულ მოსწავლეს, თნ მათი დახმარებით ბუნდოვან სიტყვებს(სიღარიბე, უპრიანია, კუნჭული, დაკრეჭილი მატყლი) ჩამოვწერ დაფაზე და თან განვმარტავ მოსწავლეთა დახმარებით. ვერბალური ახსნა მთელი კლასი სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი. 8 წთ

5 აქტივობის მიზანი: შეუძლია წაკითხული ტექსტის ირგვლივ მსჯელობა.

 აქტივობის აღწერა: ვსვამ რამდენიმე კითხვას რათა დავეხმარო მოსწავლეებს ტექსტის გააზრებაში. რა დაუხვდა ცხვარს სახლში? რა უპასუხა ცხვარმა სიღარიბეს? რა სთხოვა სიღარიბეს ცხვარმა? რა უპასუხა ცხვარმა? რატომ სჭირდებოდა ცხვარს მთელი სახლი? როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობენ ცხვარზე, სადაც ცხვარი იმრავლებს იქ სიღარიბე გაქრებაო? როგორ ივსებოდა ცხვრით ის სახლი? ბავშვებო რა ჰქვია ოჯახს სადაც ბევრი ცხვარი ჰყავთ? (მდიდარი). დამიხატეთ მდიდარი სახლი. კითხვა-პასუხი ინდივიდუალური სახელმძღვანელო, სახატავი, ფერადი ფაქნრები. 13 წთ

6 შეფასება: მოსწავლის მიზნის მიღწევის დონის შეფასებას მოვახდენ განმავითარებელი შეფასებით. ინფორმაციის გაცნობა ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა 1 წთ

7 საშინაო დავალების მიცემა სათანადო ინსტრუქციით. მთელი კლასი სახელმძღვანელო. 1 წთ


კრიტერიუმი დაბალი საშუალო მაღალი

1 სწორი, გამართული კითხვა. კითხულობს ასო-ასო და უშვებს ფუნდამენტურ შეცდომებს. მოსწავლე კითხვის დროს უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს. მოსწავლე კითხულობს სწორად და გამართულად.

2 წაკითხულის ირგვლივ მსჯელობა, კონტექსტის მიხედვით სიტყვის განმარტება. უჭირს მსჯელობა და ვერ განმარტავს სიტყვებს. ნაწილობრივ მსჯელობს მაგრამ უჭირს სიტყვების განმარტება. მსჯეობს წაკითხულის ირგვლივ და ზემიწევნით განმარტავს სიტყვებს.

3 ტექსტზე დაყრდნობით ილუსტრაციის შექმნა. მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად ილუსტრაციის შექმნა მოსწავლე ნაწილობრივ აკეთებს ილუსტრაციებს. მოსწავალე ტექსტზე დაყრდნობით სრულად აკეთებს ილუსტრაციებს.

შეფასების რუბრიკა


No comments:

Post a Comment