Saturday, April 24, 2021

გაკვეთილის გეგმა

 

                                          გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  ნანა მაკასარაშვილი

საგანი: ქართული ენა

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, I კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 5

გაკვეთილის თემა: პ  ასო-ბგერა.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ასოების გამთლიანება ასოებად, მარცვლებისა–სიტყვებად; წაიკითხოს პ ასო და პ ასოს შემცველი სიტყვები და წინადადებები; გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებული კითხვა

 

აქტივობა

გამოყენებული მეთოდი

ორგანიზების ფორმა

სასკოლო

რესურსი

დრო

1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:  მოსწავლისთვის გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

საუბარი

საერთო საკლასო

პლაკატი

1 წთ

2

წინარე ცოდნის გააქტიურება:

აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს გაიხსენოს პ ბგერით დაწყებული სიტყვები .

აქტივობის აღწერა: მოსწავლის ცოდნის გააქტიურების და მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი იწყებს  თამაშს: ესვრის ბაავშვს ბურთს, ბავშვი იხსენებს პ ბგერით დაწყებულ სიტყვას წარმოთქვავს ხმამაღლა და ბურთს უბრუნებს მასწავლებელს, შემდეგ მასწავლებელი ბურთს ესვრის მომდევნო მოსწავლეს, რომელიც მომდევნო იმეორებს პირველის ნათქვამს და ამატებს თავის მიერ მოფიქრებულ სიტყვას. თმაშში მონაწილეობას იღებს ყველა მოსწავლე.

 

 

 

 

 

 

 

„ცხელი ბურთი“

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბურთი

 

 

 

 

 

 

3 წთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ვიზუალურად და კარგად გაფორმებულ მასალაში ამოიცნოს  პ ასო-ბგერა. წაიკითხოს პ ასობგერა და პ ასო-ბგერის შემცველი მაეცვლები და სიტყვები

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გაკვეთილის მართვის პროგრამით  ბუკების ეკრანზე ვუზიარებ პროგრამა power point-ში მომზადებულ პრეზენტაციას, რომელშიც ისინი  ამოიცნობენ უკვე ნასწავლ ასო-ბგერებს და მათ შორის ახალს- პ ასო-ბგერას. კითხულობენ პ ასო-ბგერის შემცველ მარცვლებს და სიტყვებს.

 

 

 

 

 

 

 

ბუკებში მუშაობა

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი.

 

 

 

 

 

power point-ის პრეზენტაცია, ბუკები, ქსელის როუტერი.

 

 

 

 

 

 

 

7 წთ

4

აქტივობის მიზანი: სწორი კითხვით ჩვევის დაუფლება აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი კითხულობს ტექსტს ხმამაღლა, მკაფიოდ, გამომეტყველებით, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ინდივიდუალურად, წყვილებში, გუნდურად აიხსნება მათთვის უცნობი სიტყვები

    ტექსტს კითხულობენ მთლიანად, ნაწილ–ნაწილ, მივმართავთ ,,გამოკრებით კითხვასაც“: ა) დაძებნონ და ამოიკითხონ სიტყვები, რომლებიც პ-ბგერით იწყება; ბ) პ-ბგერა შუაშია; გ) ორი პ ბგერაა

ასევე ვარჯიშობენ ორ-, სამ-, ოთხ.. მარცვლიანი სიტყვებისა და ორ-, სამ-, ოთხ... სიტყვიანი წინადადებების მოძიებასა და ამოკითხვაში.

 

 

 

საჩვენებელი სამოდელო კითხვა;

ერთობლივი კითხვა; წყვილებში კითხვა; გუნდური კითხვა;

ახსნითი კითხვა;

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

სახელმძღვანელო

 

 

 

11 წთ

5

აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ამოიცნოს გამოტოვებული  სიტყვები.

აქტივობის აღწერა:

 მასწავლებელი  მოსწავლეებს გაკვეთილს მართვის პროგრამით  უგზავნის პროგრამა Word-ში დამზადებულ ფაილს და აძლევს შესაბამის ინსტრუქციას. ფაილში  მოცემულია  წინადადებები გამოტოვებული სიტყვებით. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და ჩასვან ისინი.

 

 

 

 

ბუკებში მუშაობა

 

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

 

Word-ის ფაილი, ბუკები, ქსელის როუტერი

 

 

 

 

5 წთ

 

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ და სწორად დაალაგონ მარცვლები.

აქტივობის აღწერა:

 მასწავლებელი დაფაზე აკრავს უკუღმა დაწერილ სიტყვებს. მოსწავლეები ცდილობენ გაშიფრონ ეს სიტყვები– აპაპ. ოლიპს. ინოპას.

  3.  მასწავლებელი ბარათზე წერს სიტყვებს ხმოვნების გარეშე. ბავშვებმა უნდა დაასახელონ ნაგულისხმევი სიტყვა. პპნმ       პრბ     პრნ.

  4. მასწავლებელი  ფერად ფურცელზე სიტყვის ასოებს წერს არეულად და ბავშვებმა უნდა გადააწყონ ასოები და სწორად წარმოთქვან სიტყვა

პონისა, პაზღარი, ლოსპი.

ევრისტიკული მეთოდი

მთელი კლასი

დაფა, ფერადი ფურცლები

3 წთ

6

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება.   

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილის მართვის პროგრამით უტარებს ტესტირებას ახსნილი მასალის ირგვლივ.

ბუკებში მუშაობა

მთელი კლასი

გაკვეთილის მართვის პროგრამაში დამზადებული ტესტი, ბუკი, ქსელის როუტერი.

3 წთ

7

გაკვეთილის შეფასება

 

 

 

2 წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება

·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს–სიტყვებად

ქართ.I. 7. მოწავლეს შუძლია წერილობოითი კოდის გაშიფვრა,

·         ხმამაღლა კითხულობს მარტივი წინადადებებიით შედგენელ მცირე ზომის ტექსტებს;

·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.

 

 

 

ხელმოწერა:  ნ. მაკასარაშვილი. 

        

 

 

No comments:

Post a Comment