რეფლექსია
გაკვეთილის მიზანი იყო პ ასო-ბგერების გაცნობა, ასოების გამთლიანება მარცვლებად, მარცვლების საიტყვებად,
პ ასოს შემცველი სიტყვებისა და წინადადებების წაკითხვა, კითხვის ტექნიკის დახვეწა.
ვთვლი, რომ ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იქნა მიღწეული
დასახული მიზნები. გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და საგაკვეთილო
მიზნების მიღწევა.
ჩემი კლასისათვის უცხო არ არის საგაკვეთილო პროცესში
ელექტრონული რესურსების გამოყენება, რაც თითქმის ყოველთვის მეხმარება ეფექტურად წარვმართო
საგაკვეთილო პროცესი. ამჯერედაც, გაკვეთილის
დასაწყისში ჩემს მიერ გამოყენებულმა პრეზენტაციამ
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საგაკვეთილო
პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობაში.
გაკვეთილის მსვლელობის პროცესში ვცდილობდი ვყოფილიყავი
გეზის მიმცემი, დავხმარებოდი მოსწავლეებს და
მიმეცა მათთვის საკუთარი აზრის აქტიურად დაფიქსირების შესაძლებლობა. ბავშვები საინტერესოდ
მსჯელობდნენ თემის ირგვლივ, მოჰყავდათ არგუმენტები,
გამოჰქონდათ სათანადო დასკვნები. განსაკუთრებით
სახალსო გამოდგა დაფაზე უკუღმა და არეულად დაწერილი მარცვლებისგან სიტყვების გაშიფვრის
და დალაგების პროცესი. ცხადად ჩანდა, რომ შეთავაზებულმა აქტივობებმა უზრუნველყვეს მოსწავლეთა
აქტიურობა, მობილიზება და ჩართულობა.
მიუხედევად იმისა, რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს ერთმანეთს
ენაცვლებოდა ტრადიციული და ტექნოლოგიების გამოყენებით აქტივობები, კლასში არც ერთი
წუთით არ დამდგარა პრობლემა კლასის ორგანიზების
ან დროის არეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.
მოსწავლეების მიერ
გაკვეთილის ბოლოს ინდივიდუალურად ბუკებში
შესრულებული ტესტით ცხადი გახდა, რომ მიღწეული
იქნა ერთ-ერთი საგაკვეთილო მიზანი: მოსწავლეებმა სწორად შეძლეს ახალი ასოს შემცველი
სიტყვებისა და წინადადებების წაკითხვა, გარდა ამისა ნათლად გამოჩნდა მათ მიერ ისტ-ის საშუალებების
ფლობა.
გაკვეთილი ჩატარდა გეგმის მიხედვით, დროის ლიმიტის დაცვით.
მოსწავლეებმა სრულად აითვისეს მასალა.
ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ვთვლი,
რომ არა მოსწავლეთა მცირერიცხოვნობა, გაკვეთილი უფრო ეფექტური იქნებოდა. ხელმეორედ
მისი ჩარატების შემთხვევაში აუცილებლად გავამახვილებდი ყურადღებას თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასებაზე,
რაც ამ გაკვეთილზე დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხე.
No comments:
Post a Comment