Saturday, April 24, 2021

რეფლექსია

 

                                  რეფლექსია

      ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო: სწორი გამართული კითხვის ჩვევები, წაკითხულის ირგვლივ მჯელობა.

      გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. ვთვლი,  რომ  ჩატარებულ გაკვეთილზე  სრულად იქნა გამოყენებული დასახული მიზნები. გამოყენებულმა აქტივობებმა უზრუნველყო მოწსავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცეში.

      ვცდილობდი გაკვეთილის მსვლელობის დროს ვყოფილიყავი  გეზის მიმცემი,  დავხმარებოდი მოსწავლეებს და მიმეცა მათთვის საკუთარი აზრის  დაფიქსირების საშუალება.  ბავშვები საინტერესოდ მსჯელობდნენ თემის ირგვლივ. პასუხს სცემდნენ დასმულ  კითხვებს, გამოქონდათ სათანადო დასკვნები. სახალისო გამოდგა მათთვის ცხოველების ამოცნობა და ასოციაციური რუკის შევსება. 

     გაკვეთილი ჩატარდა დროის ლიმიტის დაცვით. მოსწავლეებმა სრულად აითვისეს მასალა.

      ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ვთვლი, რომარა მოსწავლეთა სიმცირე, გაკვეთილი უფრო საინტერესო და ეფექტური იქნებოდა. ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში  კიდევ მეტად დავტვირთავ გაკვეთილს აქტივობებით და გავამახვილებ ყურადღებას თვითშეფასებაზე რაც ამ  გაკვეთილზე არ მომხდარა.

  

გაკვეთილის გეგმა

 გაკვეთილის გეგმა

საგანი: ქართული

მასწავლებელი: ნანა მაკასარაშვილი

საფეხური: დაწყებითი

კლასი: II (მეორე)

მოსწავლეთა რაოდენობა: 2

შ.ს.მ მოსწავლე: -

გაკვეთილის თემა: „ცხვარი და სიღარიბე“(ხალხური)

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე ყურადღებით ისმენს წაკითხულ ტექსტს. გამოუმუშავდება სწორი და გამართული კითხვის ჩვევები. მსჯელობს წაკითხულის ირგვლივ, შეუძლია კონტექსტის მიხედვით სიტყვის განმარტება.

შედეგების კოდები: (1)2; (1)1; (1)8; (1)12.

აქტივობა გამოყენებული მეთოდი ორგანიზების ფორმა რესურსი დრო

1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: მოსწავლეს შევახსენებ ქცევის წესებს, როგორი უნდათ რომ გამოვიდეს და გავაცნობ გაკვეთილის მიზანს. საუბარი საერთო საკლასო პლაკატი 2 წთ

2 აქტივობის მიზანი: მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გაიხსენოს შინაური ცხოველები

  აქტივობის აღწერა: მამოტივირებელი გარემოს შექმნის მიზნით წინასწარ ყუთში მაქვს გამოჭრილი ცხოველების სურათები. მოსწავლეები მორიგეობით ამოიღებენ სურათს, იტყვიან რაქვია ცხხოველს და მაგნიტით აკრავენ დაფაზე, შემდეგ ვსვამ კითხვას ამ ცხოველებიდან რომელია ცხვარი? აიღონ მისი სურათი და ცალკე გააკრან დაფაზე. შემდეგ კი ყურადღებით მომისმინონ. ვკითხულობ იაკობ გოგებაშვილის სიტყვას, რომელიც წინ უძღვის წინ. ასე გადავდივარ გაკვეთილის თემაზე. საუბარი საერთო საკლასო მუყაოს ყუთი 7წთ

3 აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეუძლია იმსჯელოს ნაცნობ თემაზე.

 აქტივობის აღწერა: ვსვამ კითხვას: რა ვიცით ცხვარზე? რა არის სიღარიბე? როგორ ოჯახზე იტყვიან ღარიბს? როგორზე მდიდარს? რა იცით ცხვრის სარგებლიანობის შესახებ? ვურიგებ ფორმატის ფურცკებს სადაც დახატულია ასოციაციური რუკა - ცხვარი- თნ ვაძლევ მცირე ინსტრუქციას მიუწერონ რა სარგებელი მოაქვს ცხვარს? (რძე, ყველი, ხორცი, ნამატი, მატყლი). შევსების დროს თან ვუჩვენებ ppt-ში გაკეთებულ სლაიდს ცხვრის სარგებლიანობაზე დამეცხვარეობაზე, რათა მიიღონ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ამ დარგის შესახებ. კითხვა-პასუხი მთელი კლასი ასოციაციური რუკა და კომპიუტერი 8 წთ

4 აქტივობის მიზანი: სწორი კითხვის ჩვევების დაუფლება

აქტივობის აღწერა: ვკითხულობ ტექსტს, ხმამაღლა, მკაფიოდ, გამომეტყველებით, შემდეგ ვაკითებ კითვაში გაწაფულ მოსწავლეს, თნ მათი დახმარებით ბუნდოვან სიტყვებს(სიღარიბე, უპრიანია, კუნჭული, დაკრეჭილი მატყლი) ჩამოვწერ დაფაზე და თან განვმარტავ მოსწავლეთა დახმარებით. ვერბალური ახსნა მთელი კლასი სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი. 8 წთ

5 აქტივობის მიზანი: შეუძლია წაკითხული ტექსტის ირგვლივ მსჯელობა.

 აქტივობის აღწერა: ვსვამ რამდენიმე კითხვას რათა დავეხმარო მოსწავლეებს ტექსტის გააზრებაში. რა დაუხვდა ცხვარს სახლში? რა უპასუხა ცხვარმა სიღარიბეს? რა სთხოვა სიღარიბეს ცხვარმა? რა უპასუხა ცხვარმა? რატომ სჭირდებოდა ცხვარს მთელი სახლი? როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობენ ცხვარზე, სადაც ცხვარი იმრავლებს იქ სიღარიბე გაქრებაო? როგორ ივსებოდა ცხვრით ის სახლი? ბავშვებო რა ჰქვია ოჯახს სადაც ბევრი ცხვარი ჰყავთ? (მდიდარი). დამიხატეთ მდიდარი სახლი. კითხვა-პასუხი ინდივიდუალური სახელმძღვანელო, სახატავი, ფერადი ფაქნრები. 13 წთ

6 შეფასება: მოსწავლის მიზნის მიღწევის დონის შეფასებას მოვახდენ განმავითარებელი შეფასებით. ინფორმაციის გაცნობა ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა 1 წთ

7 საშინაო დავალების მიცემა სათანადო ინსტრუქციით. მთელი კლასი სახელმძღვანელო. 1 წთ


კრიტერიუმი დაბალი საშუალო მაღალი

1 სწორი, გამართული კითხვა. კითხულობს ასო-ასო და უშვებს ფუნდამენტურ შეცდომებს. მოსწავლე კითხვის დროს უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს. მოსწავლე კითხულობს სწორად და გამართულად.

2 წაკითხულის ირგვლივ მსჯელობა, კონტექსტის მიხედვით სიტყვის განმარტება. უჭირს მსჯელობა და ვერ განმარტავს სიტყვებს. ნაწილობრივ მსჯელობს მაგრამ უჭირს სიტყვების განმარტება. მსჯეობს წაკითხულის ირგვლივ და ზემიწევნით განმარტავს სიტყვებს.

3 ტექსტზე დაყრდნობით ილუსტრაციის შექმნა. მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად ილუსტრაციის შექმნა მოსწავლე ნაწილობრივ აკეთებს ილუსტრაციებს. მოსწავალე ტექსტზე დაყრდნობით სრულად აკეთებს ილუსტრაციებს.

შეფასების რუბრიკა


ტესტი

ტესტი:

 

1.      რამდენი მარცვლისგან შედგება სიტყვა „პეპელა“ ?

 

1.      2

2.      3

3.      1

 

 

2.      სიტყვა „პეპელა“-ში  რომელია ბოლო მარცვალი?

 

1.      პე

2.      ლა

3.      პეპე

 

 

რეფლექსია

 

რეფლექსია

გაკვეთილის მიზანი იყო პ ასო-ბგერების გაცნობა,  ასოების გამთლიანება მარცვლებად, მარცვლების საიტყვებად, პ ასოს შემცველი სიტყვებისა და წინადადებების წაკითხვა, კითხვის ტექნიკის დახვეწა.

ვთვლი, რომ ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იქნა მიღწეული დასახული მიზნები. გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა  უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და საგაკვეთილო მიზნების მიღწევა.

ჩემი კლასისათვის უცხო არ არის საგაკვეთილო პროცესში ელექტრონული რესურსების გამოყენება, რაც თითქმის ყოველთვის მეხმარება ეფექტურად წარვმართო საგაკვეთილო პროცესი. ამჯერედაც,  გაკვეთილის დასაწყისში ჩემს მიერ გამოყენებულმა პრეზენტაციამ  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და საგაკვეთილო პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობაში.

გაკვეთილის მსვლელობის პროცესში ვცდილობდი ვყოფილიყავი გეზის მიმცემი,  დავხმარებოდი მოსწავლეებს და მიმეცა მათთვის საკუთარი აზრის აქტიურად დაფიქსირების შესაძლებლობა. ბავშვები საინტერესოდ მსჯელობდნენ  თემის ირგვლივ, მოჰყავდათ არგუმენტები, გამოჰქონდათ სათანადო დასკვნები.  განსაკუთრებით სახალსო გამოდგა დაფაზე უკუღმა და არეულად დაწერილი მარცვლებისგან სიტყვების გაშიფვრის და დალაგების პროცესი. ცხადად ჩანდა, რომ შეთავაზებულმა აქტივობებმა უზრუნველყვეს მოსწავლეთა აქტიურობა, მობილიზება და ჩართულობა.

მიუხედევად იმისა, რომ გაკვეთილის მსვლელობის დროს ერთმანეთს ენაცვლებოდა ტრადიციული და ტექნოლოგიების გამოყენებით აქტივობები, კლასში არც ერთი წუთით არ  დამდგარა პრობლემა კლასის ორგანიზების ან დროის არეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.

მოსწავლეების მიერ  გაკვეთილის ბოლოს ინდივიდუალურად  ბუკებში შესრულებული ტესტით ცხადი გახდა, რომ   მიღწეული იქნა ერთ-ერთი საგაკვეთილო მიზანი: მოსწავლეებმა სწორად შეძლეს ახალი ასოს შემცველი სიტყვებისა და წინადადებების წაკითხვა,    გარდა ამისა ნათლად გამოჩნდა მათ მიერ ისტ-ის საშუალებების ფლობა.

გაკვეთილი ჩატარდა გეგმის მიხედვით, დროის ლიმიტის დაცვით. მოსწავლეებმა სრულად აითვისეს მასალა.

ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ვთვლი, რომ არა მოსწავლეთა მცირერიცხოვნობა, გაკვეთილი უფრო ეფექტური იქნებოდა. ხელმეორედ მისი ჩარატების შემთხვევაში აუცილებლად  გავამახვილებდი  ყურადღებას თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასებაზე, რაც ამ გაკვეთილზე დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხე.

 

 

გაკვეთილის გეგმა

 

                                          გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  ნანა მაკასარაშვილი

საგანი: ქართული ენა

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, I კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 5

გაკვეთილის თემა: პ  ასო-ბგერა.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ასოების გამთლიანება ასოებად, მარცვლებისა–სიტყვებად; წაიკითხოს პ ასო და პ ასოს შემცველი სიტყვები და წინადადებები; გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებული კითხვა

 

აქტივობა

გამოყენებული მეთოდი

ორგანიზების ფორმა

სასკოლო

რესურსი

დრო

1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:  მოსწავლისთვის გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

საუბარი

საერთო საკლასო

პლაკატი

1 წთ

2

წინარე ცოდნის გააქტიურება:

აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს გაიხსენოს პ ბგერით დაწყებული სიტყვები .

აქტივობის აღწერა: მოსწავლის ცოდნის გააქტიურების და მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი იწყებს  თამაშს: ესვრის ბაავშვს ბურთს, ბავშვი იხსენებს პ ბგერით დაწყებულ სიტყვას წარმოთქვავს ხმამაღლა და ბურთს უბრუნებს მასწავლებელს, შემდეგ მასწავლებელი ბურთს ესვრის მომდევნო მოსწავლეს, რომელიც მომდევნო იმეორებს პირველის ნათქვამს და ამატებს თავის მიერ მოფიქრებულ სიტყვას. თმაშში მონაწილეობას იღებს ყველა მოსწავლე.

 

 

 

 

 

 

 

„ცხელი ბურთი“

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბურთი

 

 

 

 

 

 

3 წთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ვიზუალურად და კარგად გაფორმებულ მასალაში ამოიცნოს  პ ასო-ბგერა. წაიკითხოს პ ასობგერა და პ ასო-ბგერის შემცველი მაეცვლები და სიტყვები

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გაკვეთილის მართვის პროგრამით  ბუკების ეკრანზე ვუზიარებ პროგრამა power point-ში მომზადებულ პრეზენტაციას, რომელშიც ისინი  ამოიცნობენ უკვე ნასწავლ ასო-ბგერებს და მათ შორის ახალს- პ ასო-ბგერას. კითხულობენ პ ასო-ბგერის შემცველ მარცვლებს და სიტყვებს.

 

 

 

 

 

 

 

ბუკებში მუშაობა

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი.

 

 

 

 

 

power point-ის პრეზენტაცია, ბუკები, ქსელის როუტერი.

 

 

 

 

 

 

 

7 წთ

4

აქტივობის მიზანი: სწორი კითხვით ჩვევის დაუფლება აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი კითხულობს ტექსტს ხმამაღლა, მკაფიოდ, გამომეტყველებით, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ინდივიდუალურად, წყვილებში, გუნდურად აიხსნება მათთვის უცნობი სიტყვები

    ტექსტს კითხულობენ მთლიანად, ნაწილ–ნაწილ, მივმართავთ ,,გამოკრებით კითხვასაც“: ა) დაძებნონ და ამოიკითხონ სიტყვები, რომლებიც პ-ბგერით იწყება; ბ) პ-ბგერა შუაშია; გ) ორი პ ბგერაა

ასევე ვარჯიშობენ ორ-, სამ-, ოთხ.. მარცვლიანი სიტყვებისა და ორ-, სამ-, ოთხ... სიტყვიანი წინადადებების მოძიებასა და ამოკითხვაში.

 

 

 

საჩვენებელი სამოდელო კითხვა;

ერთობლივი კითხვა; წყვილებში კითხვა; გუნდური კითხვა;

ახსნითი კითხვა;

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

სახელმძღვანელო

 

 

 

11 წთ

5

აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ამოიცნოს გამოტოვებული  სიტყვები.

აქტივობის აღწერა:

 მასწავლებელი  მოსწავლეებს გაკვეთილს მართვის პროგრამით  უგზავნის პროგრამა Word-ში დამზადებულ ფაილს და აძლევს შესაბამის ინსტრუქციას. ფაილში  მოცემულია  წინადადებები გამოტოვებული სიტყვებით. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და ჩასვან ისინი.

 

 

 

 

ბუკებში მუშაობა

 

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

 

Word-ის ფაილი, ბუკები, ქსელის როუტერი

 

 

 

 

5 წთ

 

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ და სწორად დაალაგონ მარცვლები.

აქტივობის აღწერა:

 მასწავლებელი დაფაზე აკრავს უკუღმა დაწერილ სიტყვებს. მოსწავლეები ცდილობენ გაშიფრონ ეს სიტყვები– აპაპ. ოლიპს. ინოპას.

  3.  მასწავლებელი ბარათზე წერს სიტყვებს ხმოვნების გარეშე. ბავშვებმა უნდა დაასახელონ ნაგულისხმევი სიტყვა. პპნმ       პრბ     პრნ.

  4. მასწავლებელი  ფერად ფურცელზე სიტყვის ასოებს წერს არეულად და ბავშვებმა უნდა გადააწყონ ასოები და სწორად წარმოთქვან სიტყვა

პონისა, პაზღარი, ლოსპი.

ევრისტიკული მეთოდი

მთელი კლასი

დაფა, ფერადი ფურცლები

3 წთ

6

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება.   

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილის მართვის პროგრამით უტარებს ტესტირებას ახსნილი მასალის ირგვლივ.

ბუკებში მუშაობა

მთელი კლასი

გაკვეთილის მართვის პროგრამაში დამზადებული ტესტი, ბუკი, ქსელის როუტერი.

3 წთ

7

გაკვეთილის შეფასება

 

 

 

2 წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება

·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს–სიტყვებად

ქართ.I. 7. მოწავლეს შუძლია წერილობოითი კოდის გაშიფვრა,

·         ხმამაღლა კითხულობს მარტივი წინადადებებიით შედგენელ მცირე ზომის ტექსტებს;

·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.

 

 

 

ხელმოწერა:  ნ. მაკასარაშვილი.